Silknet-მა რუსული ტელეარხები გათიშა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აუკრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული არხების მაუწყებლობა.
Sputnik
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია Silknet-მა ზოგიერთი რუსული ტელეარხი დროებით გათიშა.
რუსული არხების გათიშვის მიზეზად Silknet-ში რუსეთის სამხედრო ოპერაციის გამო უკრაინის სოლიდარობა დაასახელეს.
Silknet-ის კლიენტებს ყველა რუსული არხი ბადეში აქვთ, მაგრამ ნაწილი არ ირთვება. წარწერა „გათიშულია“ ჩნდება შემდეგი არხების ჩართვისას: „НТВ მირი“ „პირველი არხი“, „РТР პლანეტა“. უპრობლემოდ შეიძლება შემდეგი არხების ყურება: ТВЦ, СТС, ТНТ, РЕН ТВ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აუკრძალავს რუსული არხების მაუწყებლობა ქვეყნის ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება თავად კომპანია Silknet-მა მიიღო.
ამასობაში ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არხების მაუწყებლობის გათიშვას და ინტერნეტ-გვერდების დაბლოკვას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ განკარგულებას, 24 თებერვალს კი უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.