ყვითელი ამბები

პრინც ჰარის ყოფილი შეყვარებული განმარტავს, რატომ დაქორწინდა პრინცი მეგან მარკლზე

2016 წლის ივლისში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის პირველი შეხვედრა შედგა. წყვილი ერთმანეთს „ბრმა პაემანზე“ შეხვდა.
Sputnik
მომავალი ჰერცოგინია არ იყო წინააღმდეგი რომელიმე ინგლისელ ჯენტლმენთან ფლირტის, ჰარის კი მხოლოდ საღამოს სასიამოვნო კომპანიაში გატარება სურდა. ისე მოხდა, რომ საუბრის საერთო თემებმა და საკუთარი თავის და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილმა აჩვენა მეგანს და ჰარის, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. იმ მომენტში თითოეული მათგანი მიხვდა, რომ უპირობოდ შეუყვარდა და უკვე 2018 წლის 19 მაისს წყვილმა იქორწინა. რამ აიძულა პრინცი ჰარი გაეცნობიერებინა, რომ მეგან მარკლი მისი ცხოვრების მთავარი ქალი იყო? ამის შესახებ სასექსის ჰერცოგის ყოფილმა შეყვარებულმა ფლორენს სენტ-ჯორჯმა ისაუბრა.
დედოფლის კაბინეტში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ფოტოს თაიგული ფარავს
მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახს ომი გამოუცხადეს და მათ დამოუკიდებლად დაიწყეს ცხოვრება, სასექსის ჰერცოგების ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში დიდ ყურდაღებას იპყრობს. სასექსის ჰერცოგინია ხშირად უჩივის პრესის გადაჭარბებულ ყურადღებას, თუმცა ჰარის ყოფილი შეყვარებულისგან ფლორენს სენტ-ჯორჯისგან განსხვავებით, მეგანმა ნერვებთან და შიშებთან გამკლავება მოახერხა. გარდა ამისა, ჰერცოგინია ახლა აქტიურად იყენებს ჟურნალისტებს საკუთარი სარგებლისთვის და, როგორც ჩანს, ახლა თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ფლორენსმა კი ვერ გაუძლო ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლებისგან მუდმივ შევიწროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა ჰარი მიეტოვებინა.
ფლორენსი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა დეპრესიას, მაგრამ ახლა ის დაქორწინებულია ბიზნესმენზე. მათი ოჯახი საკმაოდ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, თუმცა ცოტა ხნის წინ ფლორენსი გამოჩნდა ერთ სატელევიზიო შოუში, სადაც მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრინცთან ურთიერთობაში იყო. მათი რომანი მხოლოდ ორ თვეს გაგრძელდა, წყვილი დიდხანს ცდილობდა გრძნობების გასაიდუმლოებას, მაგრამ ჟურნალისტებისგან ვერაფერი დაიმალება. რეპორტიორებმა დაიწყეს ფლორენსზე შეტევა და გოგონამ ამას ვერ გაუძლო.
პრინცი ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონები - ოცამდე რომანი ცნობილ ქალებთან

„მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს სამწუხარო იყო, მე გამიმართლა, რომ ეს ურთიერთობა ხანმოკლე იყო, – თქვა მან. – ყოველ ჯერზე, როცა ჰარის ნახვას ვახერხებდი, პაპარაცები გვდევნიდნენ, ცოტა დრო საკმარისი იყო ჩვენი სურათების გადასაღებად. მეორე დღეს კი ჩვენი სახელები ყველა სათაურში იყო. ეს მართლაც შემზარავია. სწრაფად მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა”.

ახლა მოდელი დაქორწინებულია და შვილებს ზრდის, რაც იმაზე უკეთესია, რაც მისთვის საზოგადოებას ან სამეფო ოჯახს შეეძლო შეეთავაზებინა. მაგრამ მეგან მარკლი მიჩვეულია საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება ოცნებობდა ყურადღების ცენტრში ყოფნაზე და მისი სურვილი, გამხდარიყო სასექსის ჰერცოგინია, წარმატებით განხორციელდა რეალობაში.
მეგანი ხარობს წითელ ხალიჩებზე და საჯარო გამოსვლის დროს. თუ მეგანს და ფლორენსს შევადარებთ, მარკლს თავიდანვე სამეფო ოჯახში გადარჩენის უკეთესი შანსი ჰქონდა. გარდა ამისა, მეგანმა იცოდა როგორ მოქცეულიყო საზოგადოებაში. ახლა სასექსის ჰერცოგინიას ყოველი გამოსვლა აქტიურად განიხილება ჟესტებისა და სხეულის ენის ექსპერტების მიერ.
ყვითელი ამბები
პრინცი ჰარი მეგან მარკლის და ბავშვების მიტოვებას აპირებს?
„მე ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ ამ ცხოვრების წესით იცხოვრონ, მაგრამ მე ეს არ შემიძლია”, – თქვა ჰარის ყოფილმა შეყვარებულმა და პატივი მიაგო მის ამჟამინდელ მეუღლეს მეგანს. ვარსკვლავებისა და პოპულარობის სამყაროში იმარჯვებს მხოლოდ ის, ვისაც აქვს ფოლადის ხასიათი და ნებისყოფა – სწორედ ეს დაეხმარა მეგან მარკლს საზოგადოებაში ასეთი მაღალი სტატუსის მოპოვებაში და პრინც ჰარის გულის მოგებაში.