მსოფლიო დღეს

ევროკავშირში RT და Sputnik აიკრძალება

ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ მედია საშუალებების შვილობილი კომპანიები ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ევროკომისია ევროკავშირში ორი რუსული მედიასაშუალების - RT-ისა და Sputnik-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა, განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ეს მედია საშუალებები, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.
„ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი დეზინფორმაციის აკრძალვისთვის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კვირას ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია დააწესებს აკრძალვას ევროკავშირში სახელმწიფო რუსული მედიასაშუალებების მუშაობაზე, მისი თქმით, აკრძალვა შეეხება RT-ს, Sputnik-ს და მათ შვილობილ სტრუქტურებს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკომისია ამისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ამუშავებს.
Sputnik-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სთავაზობენ ევროკავშირს არ შეჩერდეს ნახევარ ზომებზე, არამედ ერთბაშად ინტერნეტი აკრძალოს.