რუსეთის ტელე- და რადიოარხებმა „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ დატოვეს

„პირველმა არხმა“, VGTRK-მა და „რადიო სახლი ოსტანკინომ“ რუსეთის „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნის შემდეგ საპასუხო ნაბიჯი გადადგეს
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. „პირველი არხი“, რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანია (VGTRK) და „რადიო სახლი ოსტანკინო“ რუსეთის „ევროვიზია 2022“-ის კონკურსიდან მოხსნის საპასუხოდ „ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ (EBU) ტოვებენ.
მაუწყებლების ერთობლივ კომენტარში ეს ფაქტი განიხილება, როგორც „უადგილო პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა მუსიკალურ ფორუმზე, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამდა მის არაპოლიტიკურ სტატუსს“.
„რუსეთის ჩამოშორება არის ბოლო, მაგრამ ნამდვილად არა პირველი მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც „ევროვიზიას“ უკავშირდება“, - აცხადებენ მაუწყებლები და წინა შემთხვევები მაგალითად მოჰყავთ.
2016 წელს გაიმარჯვა სიმღერამ „1944“, რომელიც ღია პოლიტიკური მანიფესტია. რამდენიმე წლის შემდეგ კი კონკურსის ორგანიზატორებმა დისკვალიფიკაცია მიანიჭეს ბელარუსს („მე გასწავლი“, Я научу тебя), საბაბად კი სწორედ პოლიტიკა დასახელდა.
„ეს არის მხოლოდ ორი მაგალითი მსგავსი სერიიდან, როდესაც კონკურსის ორგანიზატორები მიკერძოებულად და შერჩევით უდგებიან ტერმინ „პოლიტიკის“ ინტერპრეტაციას. ამ დროს მათ ევროკავშირის ნება აღასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ EBU-ს წევრების ნახევარი მასში არ შედის“.
სამწუხაროდ, EBU დაემსგავსა კლუბს, რომლის წევრებიც არათანაბარ პირობებში არიან. და ამიტომ ჩვენთვის შეუძლებელია შემდგომში მასში დარჩენა, აცხადებენ „პირველი არხი“, VGTRK და „რადიო სახლი ოსტანკინო“.