თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ცენზურის აქტი და სიტყვის თავისუფლების დარღვევა - ასე შეაფასეს Sputnik-ში მოლდოვის ხელისუფლების მიერ Sputnik-მოლდოვის ვებგვერდების დაბლოკვა და რადიომაუწყებლობის შეწყვეტა, იუწყება РИА Новости.
„Sputnik-მოლდოვის ვებსაიტების დაბლოკვა და Sputnik-ის რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტა მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს ცენზურის აქტს და სიტყვის თავისუფლების ღირებულებების უხეშ დარღვევას“, - განუცხადა Sputnik-ის პრესსამსახურმა РИА Новости-ის.
Sputnik-მოლდოვის რედაქციამ ადრე განუცხადა РИА Новости-ის, რომ რესპუბლიკის ხელისუფლებისგან მიიღო შეტყობინება საიტის დაბლოკვის შესახებ 26 თებერვლიდან, ხოლო რადიომაუწყებლობის შესახებ - 7 მარტიდან.