მსოფლიო დღეს

მოკავშირეების დასაცავად: ნატომ თავდაცვითი გეგმის ამოქმედება გადაწყვიტა

Sputnik
თბილისი, 24 თებერვალი − Sputnik. მოკავშირეთა დაცვის მიზნით ნატომ გადაწყვიტა აამოქმედოს თავდაცვის გეგმა, რომელიც წევრ ქვეყნებში სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას ითვალისწინებს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის უკრაინის ტერიტორიაზე ალიანსის ძალები არ იმყოფებიან და ნატო არც აპირებს იქ ჯარების გაგზავნას.

„დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, გააქტიუროს ალიანსის თავდაცვითი გეგმები უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლის, გენერალ ტოდ უოლტერსის მოთხოვნით. ეს გონივრული და თავდაცვითი ნაბიჯია კრიზისის დროს მოკავშირეების დასაცავად. ეს საშუალებას მოგვცემს, განვათავსოთ ძალები და საშუალებები, მათ შორის, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები იქ, სადაც ეს აუცილებელია“, − განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან მან მოუწოდა რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და აირჩიოს დიპლომატიის გზა“.
მანამდე ალიანსში განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ბლოკის უსაფრთხოებას ემუქრება. შესაბამისად, ნატომ აღმოსავლეთის მიმართულებით დამატებითი თავდაცვითი ძალების განთავსება გადაწყვიტა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს სამიტი ხვალ, 25 თებერვალს გაიმართება, რომელზეც უკრაინაში შემქნილ ვითარებასა და რუსეთთან გრძელვადიან ურთიერთობებზე მის გავლენაზე იმსჯელებენ.
მსოფლიო დღეს
რუსეთის სამხედრო სპეცოპერაცია: ნატო საგანგებო სხდომას მართავს
დღეს, 24 თებერვლის დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო და ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკვე მკაცრად დაგმეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.