თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებდა.
„დღეიდან კიევში „კომენდანტის საათი" წესდება, რომელიც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს იძულებითი ნაბიჯია, თუმცა... სამხედრო მდგომარეობის პირობებში აუცილებელია დედაქალაქის მცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის“, – დაწერა კლიჩკომ Telegram-ში.
მისი თქმით, „კომენდანტის საათის" მოქმედების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, ხოლო მეტროპოლიტენის სადგურები ღია იქნება სადღეღამისო რეჟიმში, როგორც თავშესაფარი.
„კომენდანტის საათის" დროს ქალაქში გადაადგილების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კერძოდ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოთა თანამშრომლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები“, – აღნიშნა მერმა.
პუტინის განცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანია იმ ადამიანების დაცვა, „რომლებიც რვა წლის განმავლობაში დამცირებას იტანენ“. და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციას“ მოახდენს.
რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა სამოქალაქო ავიაციისთვის.
წყარო - კიევის მერის Telegram-არხი.