თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 24 თებერვლის ღამეს ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გორის გვირაბში შეზღუდვები პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წესდება.
კერძოდ, 24 თებერვლის 24:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე პერიოდში გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებაზე, ხოლო თბილისი–სენაკი მიმართულება, თავის მხრივ, გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.