COVID-19 - ბოლო ცნობები

როდის მოიხსნება შეზღუდვები სემინარების და ტრენინგების ჩატარებაზე – ღიბრაძის განმარტება

ამჟამად კონფერენციებზე, სემინარებზე და ტრენინგებზე 70-ზე მეტი ადამიანის დასწრება იკრძალება.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაზე 15 მარტიდან ყოველგვარი შეზღუდვა მოიხსნება, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ამ დროისათვის კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების დროს აკრძალულია 70-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
როგორც ღიბრაძემ განმარტა, სამომავლოდ შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. მისი განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო დღეიდან კვირაში ერთხელ შეკრების ნაცვლად ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
1 მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება>>
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს რიგი შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორისაა ე.წ. კოვიდ-სასტუმროების გაუქმება, რესტორნებში რაოდენობის შეზღუდვის გაუქმება და ა.შ.