სასამართლომ დღეს 2007 წლის ოქტომბრის მშვიდობიანი მიტინგის დაშლის შესახებ საქმის განხილვა განაგრძო. ამჯერად პროცესზე თავად ყოფილი პრეზიდენტიც იმყოფებოდა.
გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გასცა ბრძანება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების შესახებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.