მსოფლიო დღეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა

ელისაბედ მეორის ინფიცირების შესახებ ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება გაზეთი Telegraph ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით.

„მის უდიდებულესობას გაციების მსგავსი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში უინდზორის სასახლეში მარტივი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს“, - ნათქვამია სტატიაში.

სასახლეში აღნიშნეს, რომ დედოფალი მიიღებს სამედიცინო მომსახურებას და „შეასრულებს ყველა სათანადო რეკომენდაციას“.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზს. რამდენიმე დღით ადრე მას დედოფალთან კონტაქტი ჰქონდა.
გასული წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელისაბედ მეორე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მარტში მან ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა, ოქტომბერში - მესამე, ბუსტრ-დოზა.
დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს და მან რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ის პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში ხელჯოხით, ცოტა ხნის წინ კი აღიარა, რომ სიარული უჭირს.
ელისაბედ მეორე 95 წლისაა. წელს იქ ტახტზე ასვლის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
წყარო - გაზეთი Telegraph