თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ პეკინის ოლიმპიადაზე სპორტულ წყვილთა შეჯიბრებაში მეცხრე ადგილი დაიკავეს.
ქართველმა დუეტმა თავისუფალ პროგრამაში 126,33 ქულა დააგროვა, რაც მოკლე პროგრამის შედეგების ჩათვლით (66,11) მოციგურავეებს 192,44 ქულა მოიტანა.
პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ სუი ვენცზინი და ჰან ცუნი ჩინეთიდან (239,88 ქულა).
ვერცხლი და ბრინჯაო რუსმა მოციგურავეებმა ევგენია ტარასოვამ/ვლადიმერ მოროზოვმა (239,25) და ანასტასია მიშინამ/ალექსანდრე გალიამოვმა (237,71) მოიპოვეს.
საფინა და ბერულავა საქართველოს ბოლო წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე გამოვიდნენ.