თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა.
კერძოდ, აღნიშნული საავტომობილო გზის 94-110–ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
თუმცა, ქარის და ნამქერის გამო ამავე მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევ ადობის ავტობუსების მოძრაობა.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დღეს დილით აიკრძალა.