თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (22–ე АТР–ს რეიტინგში) დოჰას (კატარი) ტურნირის ფინალში გავიდა. ის ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.
ნახევარფინალში ბასილაშვილმა ორ პარტიაში უპრობლემოდ დაამარცხა (6:4, 6:2) ფრანგი არტურ რინდერკნეხი (61). მატჩი 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალში კარენ ხაჩანოვისა (რუსეთი) და რობერტო ბაუტისტა აგუტის (ესპანეთი) დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება. თუ ესპანელმა გაიმარჯვა, გასული წლის ფინალის ერთგვარი გამეორება მოხდება, როდესაც ბასილაშვილმა ის ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა.
დოჰას ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი შეინარჩუნებს 250 ქულას АТР–ს რეიტინგში და გამოიმუშავებს თითქმის 115 ათას დოლარ საპრიზოს.