დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 17 თებერვალი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 17 თებერვალია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი დღეა რთული ამოცანების გადაწყვეტისთვის. შესაძლებელია შეთანხმება თანამშრომლობაზე. ერთობლივი მუშაობა შეიძლება მეგობრობის ან სასიყვარულო ისტორიის დაწყების სათავე გახდეს. დღის პირველი ნახევარი ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელი დროა, ხოლო მეორე ნახევარში საჭიროა სიფრთხილე ფულთან მიმართებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 16 თებერვალი>>
ვერძი: შესანიშნავი დღეა საქმიანი თვალსაზრისით. ადვილად გაუმკლავდებით რთულ საქმეებს, იოლად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან, კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალ ნაცნობებზე. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები როთა განმავლობაში მეგობრული ხასიათისა გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: ურთიერთობების თვალსაზრისით დღის დასაწყისი რთული იქნება. შესაძლოა, ადამიანებმა არასწორად გაგიგონ, კრიტიკულად შეხედონ თქვენს იდეებს, ეწყინოთ წვრილმანების გამო. სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ და დღის მეორე ნახევარში უამრავი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. საღამოს დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.
ტყუპი: დღე მსუბუქად დაიწყება. თუ რამე პრობლემები გქონდათ, სავარაუდოდ, გადაწყვეტთ მათ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომლის შედეგად შეიძლება საინტერესო წინადადებები მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში სჯობს, ყურადღება ერთ რამეზე გაამახვილოთ, თუმცა ხანდახან მოგიწევთ წვრილმანებზე გადართვა.
კირჩხიბი: დაძაბული და მშფოთვარე დღე გელოდებათ. არ მიატოვოთ საქმეები შუა გზაზე. სჯობს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ასე სწრაფად მიიღებთ საჭირო შედეგს, თავიდან აიცილებთ უსიამოვნო მომენტებს. დღის პირველი ნახევარი დამღლელი აღმოჩნდება, მეორე ნახევარში კი სასიამოვნო სიურპრიზები და სიახლეები გელოდებათ.
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი და რთული საქმეებისთვის. არაფერი დაგავიწყდებათ, აგერევათ, მხედველობიდან არც ერთი დეტალი არ გამოგეპარებათ. არაა გამორიცხული, რომ დღის მეორე ნახევარში საკუთარი საქმეებიდან სხვის საქმეებზე მოგიწიოთ გადართვა. ბევრ თქვენგანს გაახარებს სასიამოვნო შეხვედრები.
ქალწული: დილით მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი, მაგრამ მალე გაუმკლავდებით მათ და განწყობას არ გაიფუჭებთ. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. საღამო კარგი დროა საოჯახო საქმეების გასაკეთებლად, საყოფაცხოვრებო ნივთების საყიდლად, გაფუჭებულის შესაკეთებლად.
სასწორი: თუ ინტუიციას მოუსმენთ და მის მინიშნებებს მიჰყვებით, ყველაფერი კარგად აეწყობა. ზოგიერთი მიზნის მიღწევა იმაზე მარტივი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, მეორე ნახევარში კი შეიძლება გაგაოცოთ რაღაც უჩვეულო მოვლენებმა, სიახლეებმა.
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
მორიელი: იმოქმედეთ. სჯობს, არაფერი გადადოთ დიდი ხნით - რაც უფრო მალე შეუდგებით მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას, მით მეტი შანსი გაქვთ გამარჯვებისა. ყველაზე სერიოზული საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ. კარგად ჩაივლის ნებისმიერი სახის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში. ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
მშვილდოსანი: დიდი ალბათობით, დღე მცირე გაუგებრობების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ გადაულახავი სირთულეები არ იქნება. შესაძლოა, უცბად ვერ მიაღწიოთ მიზანს, მაგრამ სიჯიუტის წყალობით ამას მაინც მოახერხებთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. არასასურველია ნაჩქარევად ნივთების ყიდვა.
თხის რქა: არ გადაიღალოთ. ნამდვილად არ ღირს ძალიან დამღლელი საქმეების გაკეთება, რთული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა. კარგი იქნება, თუ გვერდით გეყოლებათ ახლობელი, რომელიც მიმდინარე საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, მოსალოდნელია თანხის მიღება.
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
მერწყული: ძალიან კარგი დღეა მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოძებნისთვის. ადამიანებთან შესანიშნავად ამყარებთ ურთიერთობებს. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არც ხანგრძლივი მეგობრობის დაწყებაა გამორიცხული. ახალ საქმეებთან დაკავშირებით შემოქმედებითი დამოკიდებულება იქნება საჭირო.
თევზები: ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ დრო იქნება საჭირო. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, კამათი, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს - მალე ყველაფერი მოგვარდება. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. დღის მეორე ნახევარი ბევრად სასიამოვნოდ ჩაივლის.