ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, დამონტაჟდება 23 ჭა და 17 ცხაური.
დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„ავშნიანის დასახლებაში, ავალიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უპრობლემოდ გადაადგილებას. შემდეგ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ქუჩებზე გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ანდღულაძემ.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულებამ 212.385 ლარი შეადგინა. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
წყარო - ნაძალადევის რაიონის გამგეობა