მსოფლიო დღეს

„არ აღიარო“: მაკრონი პუტინს თხოვნით მიმართავს

Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს, არ ცნოს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, იუწყება ტელეარხი CNN.

„ჩვენ ვინარჩუნებთ სიფხიზლეს და ვთხოვთ [ვლადიმირ პუტინს], არ შეასრულოს დუმის თხოვნა“, — განაცხადა მაკრონმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სამშაბათს ხმა მისცა პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების აუცილებლობის შესახებ. ამასთან სათათბირომ აირჩია არა „ედინაია როსიას“ მიერ შეთავაზებული ვარიანტი, არამედ კომუნისტური პარტიის (КПРФ) უფრო ხისტი ვარიანტი, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს თხოვნით – აღიაროს რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად.
დუმამ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების მოთხოვნას მხარი დაუჭირა
თავად რუსეთის ლიდერმა პარლამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ვითარებაში ის იმოქმედებს ისე, რომ „ყველაფერი გააკეთოს დონბასის პრობლემების გადასაჭრელად“.
წყარო: CNN