ყვითელი ამბები

სალომე ჭაჭუას ირლანდიელმა მეწყვილემ დედა გააცნო – რა ხდება წყვილს შორის? – ფოტო

სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე 27 წლის მორაგბეა.
Sputnik
უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორ­დან კონ­როის.
ცოტა ხნის წინ ჯორდანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ნომერ პირველი ფანი დედაა და ძალიან ამაყია, რომ დედა მის საგულშემატკივროდ მივიდა. არაჩვეულებრივი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის კი სალომეს უხდის მადლობას.
რო­გორც 27 წლის მო­რაგ­ბემ პროექტის დაწყების წინ მასმე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, ის მზად არის მო­რაგ­ბის ფეხ­საც­მე­ლი დრო­ე­ბით ცეკ­ვის ფეხ­საც­მელ­ზე გაც­ვა­ლოს და იმე­დი აქვს, რომ შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს.
ჯორ­დან კონ­როი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია. მო­რაგ­ბე 10 წლის იყო, რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად დე­დას­თან ერ­თად ირ­ლან­დი­ა­ში დაბ­რუნ­და, მას შემ­დეგ, რაც მა­მამ მათ­ზე იძა­ლა­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ფილმში მო­რაგ­ბის დედა ჯენი ჰყვე­ბა, რომ ერთ დღეს, რო­დე­საც შინ დაბ­რუნ­და, მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. მან სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა, რომ მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი შვილს ხალ­ხის წი­ნა­შე სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე სცემ­და.
ერთ ღა­მეს კი ჯორ­და­ნის მა­მამ კარი შე­ამ­ტვრია და ყო­ფილ ცოლ­სა და შვილს და­ნით და­ეს­ხა თავს. მა­მა­კა­ცი ითხოვ­და, რომ ყო­ფილ ცოლს მას­თან ერ­თად ეცხოვ­რა.
„თავ­დას­ხმი­სას ჯორ­და­ნი გა­რეთ გა­ვარ­და და ყვი­რი­ლი და­ი­წყო, ჩემი შვი­ლი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს და ასე გა­დავ­რჩით. ამის შემ­დეგ ბარ­გი ჩა­ვა­ლა­გეთ და ირ­ლან­დი­ა­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად“, – ამ­ბობსა სპორ­ტსმე­ნის დედა ინ­ტერ­ვი­უ­ში.
სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თვის უცხო­ურ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა. მო­ცეკ­ვა­ვე 2020 წელს, პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე ბე­ი­რუ­თის „ცეკ­ვა­ვენ ვარ­კვლა­ვებ­ში“ ქო­რე­ოგ­რა­ფად იყო მიწ­ვე­უ­ლი.