ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ თითქმის დაასრულა სამეფო ოჯახში ცხოვრების შესახებ მემუარების ხელნაწერის პირველი პროექტი. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.
Penguin Random House-თან კონტრაქტის ოდენობა 14,7 მილიონ ფუნტს (20 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს. მემუარებში შევა პერსონალური მონაცემები და სამეფო ოჯახთან დაკავშირებული მოვლენები. ჰარი ნათესავებთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზებზეც ისაუბრებს.
ინსაიდერი იტყობინება, რომ 2022 წელს პრინცი ჰარი პულიცერის პრემიის ლაურეატ ამერიკელ ჟურნალისტ ჯ.რ. მეჰრინგერთან ერთად გამოაქვეყნებს მემუარებს დედოფალ ელისაბედ II-ის კარზე ცხოვრების შესახებ.
მხოლოდ იორკის პრინცესა ევგენია, ჰარის ბიძაშვილი და იორკის პრინცი ენდრიუს ქალიშვილი რჩება ჰარის სამეფო ოჯახის ერთ-ერთ უახლოეს წევრად. ინსაიდერის თქმით, ის კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მეგან მარკლთან.