ყველას გვახსოვს 2014 წელს კოპენჰაგენში გამართული „ევროვიზიის“ ეპატაჟური და ძალიან სკანდალური გამარჯვებული კონჩიტა.
გარდა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებისა, კონჩიტამ ადამიანების ყურადღება თავისი განსაკუთრებული სტილითაც მიიქცია — ევროპის უდიდეს სცენაზე, რომლისკენაც მილიონობით მაყურებლის ყურადღება იყო მიპყრობილი, ის ულამაზესი კაბითა და მოშვებული წვერით წარდგა, რაც მას ყველა სხვა კონკურსანტისგან გამოარჩევდა.
კონჩიტა ვურსტის შესახებ მაშინ მსოფლიო მედია წერდა და მას „ქალი წვერით“ შეარქვეს მისი უცნაური იმიჯის გამო.
კონჩიტა ვურსტის ნამდვილი სახელია ტომ ნოივირტი. როგორც ჩანს, „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შედეგ მუსიკოსმა სასცენო დივას იმიჯისგან გათავისუფლება და ძველი იერის დაბრუნება გადაწყვიტა.
ახალ ფოტოებზე მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.