საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის დიდი სლემის ტურნირზე

ისრაელში შეჯიბრზე 15 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება – 12 მამაკაცი და სამი ქალი.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა სპორტსმენები, რომლებიც დიდი სლემის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი 17-19 თებერვალს თელ-ავივში გაიმართება.
თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, ისრაელში შეჯიბრზე 15 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება – 12 მამაკაცი და სამი ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მამაკაცები:
(-60 კგ) – ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე
(-66 კგ) – ლაშა ნადირაძე
(-73 კგ) – ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე
(-81 კგ) – ლევან გუგავა, ვლადიმერ ახალკაცი
(-90 კგ) – უშანგი მარგიანი
(-100 კგ) – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
(+100 კგ) – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე
ქალები:
(-52 კგ) – მარიამ ჯანაშვილი
(-57 კგ) – ეთერ ლიპარტელიანი
(+78 კგ) – სოფიო სომხიშვილი
აღსანიშნავია, რომ შარშან ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს დიდი სლემის ტურნირზე თელ-ავივში და რვა მედლით დაბრუნდნენ – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.
მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელ შეჯიბრში მონაწილეობას სულ 316 ძიუდოისტი (174 მამაკაცი და 142 ქალი) მიიღებს მსოფლიოს 34 ქვეყნიდან.