თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 10 დაშავდა მიუნხენის რაიონში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, იუწყება სააგენტო DPA პოლიციაზე დაყრდნობით.
მანამდე მიუნხენის პოლიციამ განაცხადა, რომ ბავარიის მიუნხენის სამხრეთით საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი.
„მიუნხენის მახლობლად ორი მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 10 დაშავდა“, – აცხადებენ სააგენტოში.