თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. კასპში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ურთიერთშელაპარაკებისას 46 წლის თანასოფლელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
უცნობია, რა მოტივით არის ჩადენილი დანაშაული.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური