თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ოთხი ეიფელის კოშკის ზომის ასტეროიდი უახლოვდება დედამიწას და მას 4 მარტს ჩაუვლის, იტყობინება Роскосмос თავის Telegram-არხზე.
„დედამიწას უახლოვდება დიდი ასტეროიდი 138971 (2001 CB21), კოსმოსური სხეულის დიამეტრი დაახლოებით 1,3 კმ-ია, ანუ ეიფელის კოშკზე 4-ჯერ მაღალია... ასტეროიდი პლანეტის სიახლოვეს 4 მარტს გამოჩნდება", - ნათქვამია შეტყობინებაში. „როსკოსმოსმა“ ასევე ასტეროიდის ფრენის ანიმაცია წარმოადგინა.
ანიმაცია გადაიღეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ალტაიზე არსებული ტელესკოპის წყალობით.
ციური სხეულის მაქსიმალური მოახლოება დედამიწასთან 4,8 მილიონ კილომეტრს შეადგენს, რაც შეჯახების შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს 10-ჯერ აღემატება.