თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებიც საცეკვაო წყვილების სახეობაში ასპარეზობენ, პეკინის ოლიმპიადის ფინალში გავიდნენ.
ქართულმა დუეტმა რითმულ ცეკვებში 67.08 ქულა მიიღო, შედეგად მათ შემაჯამებელ ოქმში მე-18 ადგილი დაიკავეს (ფინალში 20 უძლიერესი წყვილი გადის).
რითმულ ცეკვებში პირველ ადგილზე გავიდა დუეტი საფრანგეთიდან - გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი, რომლებმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარეს - 90.83 ქულა.
მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 14 თებერვალს წარადგენენ.
წყარო - პეკინის ოლიმპიადის ვებგვერდი