კამილა ვალიევა გუნდურ ტურნირზე რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა და ოქროს მედლებიც მოიგო
გუნდური შეჯიბრებების პრიზიორების დაჯილდოების ცერემონია თავდაპირველად 7-დან 8 თებერვლამდე გადაიტანეს, შემდეგ კი - გაურკვეველი დროით
ოლიმპიურ კომიტეტში განმარტეს, რომ საჭრო გახდა იურიდიული კონსულტაციები ფიგურისტთა საერთაშორისო კავშირთან (ISU)
შემდეგ გამოცემამ Insidethegames გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვალიევას დაჯილდოების ცერემონია დოპინგ-ტესტის გამო გადაიდო. საქმე ისაა, რომ 2021 წლის 25 დეკემბერს აღებული ტესტის თანახმად, ვალიევას მიღებული ქონდა აკრძალული ნივთიერება 0 ტრიმეტაზიდინი
შედეგი 8 თებერვალს WADA-ს მიერ აკრედიტირებულმა ანტიდიპოინგურმა ლაპორატორიამ გამოაქვეყნა და სპორტსმენს დროებით შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა
მოგვიანებით ფიგურისტმა პროტესტი გამოთქვა და 9 თებერვალს აკრძალვა გაუქმდა. ვალიევა ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვეს, თუმცა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გააპროტესტა, საქმეს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს
რუსულ ნაკრებს ჯერ კიდევ არ მიუღია მოპოვებული ოქროს მედლები ვალიევას დოპინგ-ტესტის გამო
საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილებას ფიგურისტების საერთაშორისო კავშირი ვალიევას საქმის სრული შესწავლის შემდეგ მიიღებს
უნდა დაველოდოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ვალიევას საქმესთან დაკავშირებით - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა
სკანდალური სიტუაცია ვალიევას ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს. ის ნევიულობს და შეცდომებს უშვებს. ეს ფიგურისტის ემოციური დესტაბილიზაციის მიზნით შექმნილი პროვოკაციაა - განაცხადა რუსეთის დამსახურებულმა მწვრთნელმა ტატიანა ტარასოვამ
კამილას მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ დოპინგ-ტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჭორებს არ აყვება“