თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. 2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 1.759,8 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 2.347 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2020 წელთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 10%-ით, ხოლო ფართობის – 3,9%-ით გაიზარდა.
გასულ წელს ობიექტების ნახევარზე მეტი აშენდა თბილისში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
რეგიონების ტოპ-ხუთეული – ობიექტების ჩაბარება
რეგიონი | ობიექტების რაოდენობა | წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, % |
თბილისი | 692 | 29,5 |
კახეთი | 289 | 12,3 |
მცხეთა-მთიანეთი | 275 | 11,7 |
ქვემო ქართლი | 223 | 9,5 |
იმერეთი | 197 | 8,4 |
ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2021 წელს 7,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 10,1 ათასი ნებართვა გასცეს.
გაცემული ნებართვების რაოდენობა, 2020 წელთნ შედარებით, 5,6%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი – 42,8%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74,4% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
რეგიონების ტოპ-ხუთეული – ნებართვების გაცემა
რეგიონი | ნებართვების რაოდენობა | წილი ნებართვების საერთო რაოდენობაში, % |
თბილისი | 4.926 | 48,8 |
მცხეთა-მთიანეთი | 929 | 9,2 |
ქვემო ქართლი | 858 | 8,5 |
იმერეთი | 798 | 7,9 |
აჭარა | 626 | 6,2 |
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობის ნებართვები გასცეს – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.