ყვითელი ამბები

„საჭირო არაა ვინმეს რამე აუხსნა...“ – მამულიჩა თაკო ტაბატაძეს მიმართავს

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში გია ბაღაშვილის და თაკო ტაბატაძის დაშორებას განიხილავენ.
Sputnik
მას შემდეგ, რაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცნობილი მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მსახიობი თაკო ტაბატაძე დაშორდნენ, სოციალურ ქსელებში განცხადება ჯერ თაკომ, შემდეგ გიამ გამოაქვეყნეს და დაშორებასთან დაკავშირებით განმარტებები დაწერეს.
როგორც წყვილი წერს, ისინი დაახლოებით სამი წლის წინ დაშორდნენ და ამის მიზეზი მათი განსხვავებული შეხედულებები გახდა. როგორც ჩანს, თაკოს ერთი განმარტება საკმარისი არ აღმოჩნდა და მსახიობმა ცოტა ხნის წინ მეორე განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მისი შვილები, ხოლო პირად ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს არ გეგმავს. ამ შემთხვევაში თაკო ალბათ მას და ცნობილ ფეხბურთელ ნუგო სპანდერაშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას გულისხმობდა.
სოციალურ ქსელებში წყვილთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი დაიწერა. ფაქტს თაკოს განცხადების ქვეშ ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ არ თვლის, რომ ვინმე ახსნა-განმარტებებს იმსახურებს. მან თაკოს და მის გოგონებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, გამოჯანმრთელება უსურვა.
ყვითელი ამბები
გია ბაღაშვილი ცოლს დაშორდა? – თაკო ტაბატაძეს 8 წლით უმცროსი ფეხბურთელი შეყვარებული ჰყავს
წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. მათ ოთხი გო­გო­ნა ჰყავთ.