ლეგენდარული რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და მისი მეუღლე დანიელა პიკი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ იუწყება.
წყვილს უკვე ჰყავს ორი წლის ვაჟი. ამჟამად საუბარია ორსულობის პირველ კვირებზე, ხოლო სხვა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.
რეჟისორმა დანიელა პიკი 2009 წელს, ისრაელში ყოფნის დროს გაიცნო, როდესაც ის თავისი ფილმის Inglorious Basterds პრემიერაზე იყო ჩასული.
დანიელა პიკი ისრაელში ცნობილი მომღერლის ცვიკა პიკის შვილია. წყვილი 2017 წელს დაინიშნა, 2018 წელს კი მათ ლოს-ანჯელესში ქორწილი ჰქონდათ.