ნინო წიკლაურმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა

ნინო წიკლაური ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას 15,50 წამით ჩამორჩა.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ქართველმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა პეკინის ოლიმპიადაზე დღეს სლალომში მიიღო მონაწილეობა და 42-ე ადგილზე გავიდა.
28 წლის ქართველმა მოთხილამურემ პირველი დაშვებისას ტრასა 1:00,11 წუთში დაფარა და 47-ე იყო, მეორეზე კი შედარებით უკეთესი შედეგი დააფიქსირა – 1:00,37 წუთი და 42-ე პოზიცია. ჯამური 2:00,48 წუთით ნინო წიკლაური ასევე 42-ე პოზიციაზე გავიდა და ოლიმპიადის გამარჯვებულ პეტრა ვლჰოვას (სლოვაკეთი) 15,50 წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ იმ სპორტსმენებიდან, რომლებმაც ასევე ორივე დაშვება შეასრულეს, წიკლაურმა რვას აჯობა, 38 სამთო მოთხილამურე კი ფინიშამდე საერთოდ ვერ მივიდა.
სლალომში 42-ე ადგილი წიკლაურისთვის ოლიმპიადებზე ნაჩვენები მეორე შედეგია. მას უკეთესი მაჩვენებელი 2018 წელს ჰქონდა სამხრეთკორეულ პიონჩანში, როდესაც 39-ე პოზიციაზე გავიდა.
ქართველმა მოთხილამურემ ოლიმპიურ თამაშებზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ წიკლაურმა პეკინში გიგანტურ სლალომშიც სცადა ძალები და 34-ე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიურ თამაშებზე მისი საუკეთესო შედეგია.
2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთ ქართველ სამთო მოთხილამურეს ვიხილავთ. სოსო ჯაფარიძე 13 თებერვალს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 16-ში კი – სლალომში.