საქართველოს ახალი ბიზნესომბუდსმენი ჰყავს

ოთარ დანელია ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ბიზნეს-ომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს-ომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია – ბიზნესს მაქსიმალურად გაუმარტივდეს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობას ამ დრომდე ბიზნეს-ომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებდა.