თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მხატვარი და თეატრალური დეკორატორი მირიან შველიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შველიძე 1975 წლიდან დღემდე რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი იყო.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას განიცდის!“ – ნათქვამია თეატრის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის ტექსტში.
შველიძის მიერ არის გაფორმებული სპექტაკლები: „ყვარყვარე“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „ტიტუს ანდრონიკუსი“, „მაკბეტი“, „დარისპანის გასაჭირი“, „ჯაყოს ხიზნები“ და სხვ.
მირიან შველიძეს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება ჰქონდა, ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.