ყვითელი ამბები

„იმედი მაქვს მალე დავუბრუნდები️“ – ბაღაშვილის ყოფილი ცოლი სკანდალურ ინფორმაციას პასუხობს

გია ბაღაშვილმა 19 წლით უმცროს თაკოზე 13 წლის წინ იქორწინა
Sputnik
ცნობილი მუსიკოსის გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.
როგორც მსახიობი აღნიშნავს, ქმარს დაახლოებით სამი წელია, რაც დაშორდა და ამის მიზეზი წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები გახდა. ამიტომ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე გაეგრძელებინათ ცხოვრება.
მსახიობი ამბობს, რომ დღეს ყოფილ წყვილს კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან ოთხი საოცარი გოგონა ჰყავთ და მათ საერთო ძალისხმევით ზრდიან.

„პატარები ჩემთან არიან, თუმცა გია მაქსიმალურ დროს ატარებს მათთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში. ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც, იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები️“, – დაწერა თაკო ტაბატაძემ.

მსახიობი ამჟამად შვილებთან ერთად კოვიდ-ინფიცირებულია და სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ უნდა საყვარელ საქმეს მალე დაუბრუნდეს.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თაკოს ახალი რჩეული ჰყავს და ის ცნობილი ფეხბურთელი ნუგო სპანდერაშვილია. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს და ერთობლივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელებში.