ერთ-ერთმა ინტერნეტ-გამოცემამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გადაწყვიტა გაეგო, რა გააკეთეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პირველი ხელფასით. კითხვას ქართველი ცნობილებიც გამოეხმაურნენ საკმაოდ გულის ამაჩუყებელი პასუხებით. გთავაზობთ რამდენიმეს:
„პირველი ხელფასით ერთი კოლოფი „მაგნა“ ვიყიდე. 4 მილიონამდე მქონდა ხელფასი“, – დაწერა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ. მოგვიანებით განმარტა, რომ 4 მილიონში კუპონი იგულისხმა.
„ბებიას ვაჩუქე. ზუსტად მახსოვს, 300 ლარი იყო. მოგვიანებით, როდესაც ბებია გარდაიცვალა, მისი ბალიშის ქვეშ ვიპოვეთ კონვერტში საგულდაგულოდ შენახული“, – დაწერა კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა.
„ჩემს ძმას ვუყიდე ტყავის ქურთუკი (200 ლარად ნამდვილ ტყავის ქურთუკს ვერ ვიყიდდი და, რა თქმა უნდა, ციგნების ბაზრობას ვეწვიე)“, – დაწერა მსახიობმა სალომე შარვაძემ.