მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მისი მეუღლე თაკო ტაბატაძე, რომელსაც ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც უწოდებენ, როგორც ჩანს, დაშორდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
აღარც თაკო ტაბატაძეს და არც გია ბაღაშვილს ერთად გადაღებული სურათები უკვე დიდი ხანია აღარ უდევთ სოციალური ქსელის პირად გვერდებზე. თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ცნობილი ფეხბურთელია. წყვილი ერთად გადაღებულ „სთორებს“ უკვე რამდენიმე დღეა აქვეყნებს და მასზე 8 წლით უმცროსმა სპანდერამ (ნუგო სპანდერაშვილი) თაკოსთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო უკვე საჯაროდაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“.
ბოლო დროს მსახიობი, რომელიც ძალიან ჰგავს ოდრი ჰეპბერნს და მას ხშირად უღებენ ფოტოებს მის სტილში, ხშირად აქვეყნებს რომანტიკულ ვიდეოებსა თუ ფოტოებს, სადაც მისი ახალი რჩეული ჩანს.
გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 2009 წელს დაქორწინდნენ. მაშინ თაკო 18 წლის იყო და მაშინ მათი ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია.