თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ერთი საათის განმავლობაში გაჩერებულია, აცნობეს Sputnik-საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანიის პრესსამსახურში.
კომპანიის მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით 50 ადამიანია ჰაერში. დაწყებულია მათი ევაკუაცია.
„ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ტურისტების ევაკუაციას მაშველები ახორციელებენ. საერთო ჯამში საუბარია საბაგიროს 50 მგზავრზე“, - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება საბაგიროს გაჩერების მიზეზებს, მას შემდეგ, რაც ყველა ტურისტი უსაფრთხოდ იქნება, კომპანია განცხადებას გამოაქვეყნებს.
ამ დროისთვის ბაკურიანში მინუს 8 გრადუსი ყინვაა.
მოქმედი ტექნიკური პროტოკოლით, სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა საბაგირო ყოველ ორ წელიწადში მოწმდება, ხოლო მაგნიტურ-სადეპოზიტო კონტროლი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქართველოს ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია მდებარეობს: გუდაური (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი) და გოდერძი (მაღალმთიანი აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.