COVID-19 - ბოლო ცნობები

9 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში: ეპიდვითარება რეგიონებში:

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.098-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.314.603-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 19.098 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 9.295 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 2.988, აჭარა – 1.456, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1.233, ქვემო ქართლი – 1. 008 , შიდა ქართლი – 1.147, კახეთი – 828 , გურია – 417, მცხეთა-მთიანეთი – 336, სამცხე-ჯავახეთი – 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 72.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17.531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.089.091-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 38 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.212-ს მიაღწია.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.098-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.314.603-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 210.274 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.850 პაციენტი.
კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 1.962 ადამიანი, მათ შორის 1.174 – თბილისში, 569 – აჭარაში.
202.462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათგან თბილისში — 39, აჭარაში — სამი.
საქართველო გაიმეორებს ევროპის მაჩვენებელს: მომდევნო კვირის პროგნოზი ივანე ჩხაიძისგან >>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.098-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.314.603-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.