გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ მომღერალმა ეკა მამალაძემ უპასუხა კითხვას, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც სხვისი ოჯახის დანგრევას აბრალებდნენ.
„რომ ჩაიხედონ თავის თავში და დაადანაშაულონ, არავის უნდა. ეგება რაღაცა შენი ბრალია. რატომ არის, რომ ყველაფერი ქალს ბრალდება, იქნებ კაციც დამნაშავეა? ზოგი ოჯახიდანაც ვერ მოდის და ვიღაც ქალი ექაჩება მას“, – ამბობს ეკა მამალაძე.
მომღერალი, სავარაუდოდ, ცნობილ სკანდალს გულისხმობს, რომელიც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ოჯახთანაა დაკავშირებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ, რადგან გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა. 20-წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. ამბობდნენ, რომ თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭოხონელიძე და როინიშვილი კვლავ ერთად არიან.