„თელასი“ მრიცხველის ჩვენებით უკმაყოფილო მოქალაქეებს მონაცემების გადამოწმებას ჰპირდება

ენერგოგამანაწილებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. „თელასი“ მოქალაქეეებს, რომლებსაც მრიცხველის ჩვენების აღრიცხვასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, სთხოვს კომპანიას მიმართონ, რათა მოხდეს მონაცემების გადამოწმება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება.

„მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასის“ ვებ-გვერდის ონლაინ-ჩატისა (www.telasi.ge) და Facebook-გვერდის პირადი შეტყობინების საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება.