მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გასული წლის აგვისტოში პირველი შვილის აივი-ნიკოლის დედა გახდა, შესაბამისად, მისი დედამთილი ელგა სოფია – მეორე შვილიშვილის ბებია. ნიკოლოზ ნაყოფიას პირველი ქორწინებიდან მოდელ ხათუნა სხირტლაძესთან ერთი შვილი ჰყავს.
გოგიჩაიშვილი ხელმომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. ამჯერად იგი მეუღლესთან, ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიასთან და პატარა აივი-ნიკოლთან ერთად ბაკურიანში იმყოფება და ულამაზეს კადრებს აქვეყნებს. ფოტოებს აქტიურად ეხმაურება ახალგაზრდა ბებია და კომენტარებს არ იშურებს.
ელგა სოფიას ორი შვილი ჰყავს – ნიკოლოზი და მუსიკოსი ნატალია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კობა ნაყოფია და ელგა სოფია დაშორდნენ და ნაყოფიას რამდენიმე წელია ახალი ოჯახი - 20 წლით უმცროსი ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.