„ოჯახებით ვმეგობრობდით. ბექა დედაჩემის გაზრდილია ფაქტობრივად და მე ხათუნასი. ვიცოდით, რომ ჩვენი ბოლო იქნებოდა, რომ შევქმნიდით ოჯახს. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე და ბექა შეიძლება ერთად არ ვყოფილიყავით. მისი დაკარგვა ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რადგან ცხოვრება ბექას გარეშე არ წარმომედგინა. მან თავისი საქციელით იმედი გამიცრუა, ჩემი აშენებული კოშკები დამინგრია“, – იხსენებს თიკა.
„ბექას გაშვება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი სიძლიერიდან გამომდინარე ეს შევძელი. როდესაც ხელის გაწერაზე მივედით, მე არა, ბექა ტიროდა და ხალხი ამბობდა, რომ მე ვაძალებდი. ბექა ამბობდა, რომ გული სწყდებოდა და ხალხმა ვერ გაიგო სწორად, რა ხდებოდა, მაგრამ ამ მომენტში მე მისი დაბრუნებისთვის აღარ მიბრძოლია“, – იხსენებს თიკა.
„სიყვარული ალბათ არასდროს კვდება. რომ ამბობენ, რომ სიყვარული მარადიულია, ჩემთვის ასეა. მე დღესაც იმ წარსულში და იმ მოგონებაში ბექა დღემდე მიყვარს. დღემდე ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ყველას უკვირს, როგორ მაქვს ასეთი ურთიერთობა ყოფილ ქმართან, რომელმაც გული მატკინა. ზუსტად ვიცი, ამას ხალხი ვერ მიიღებს. იყო ბულინგი – როგორ მეგობრობ მის ოჯახის წევრებთან, მის ცოლთან“, – ამბობს თიკა.