შეიარაღებული თავდასხმა აფთიაქზე – ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ქუთაისში აფთიაქზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 33 წლის მამაკაცი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტს 300 ლარი გასტაცა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა კვირას მოხდა გამსახურდიას ქუჩაზე.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო - შსს-ს პრეს-სამსახური