სამეგრელოში პენსიონერი იარაღის არსენალს ინახავდა - ვიდეო

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 72 წლის პირის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველებმა ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებული 44 წლის მამაკაცის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური