მსახიობმა ია ფარულავამ პანდემიამდე საკუთარ ავტომობილზე უარი თქვა და ქალაქში ტაქსით გადაადგილდება. მსახიობი „ინსტაგრამის“ „სთორებზე“ ხშირად აქვეყნებს ტაქსის მძღოლებთან დიალოგებს. აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ ერთი კომპანიის მანქანებით მგზავრობს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტაქსის მძღოლს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ პირბადე არასწორად ეკეთა. მძღოლს მსახიობი ჯერ ჟურნალისტი ეკა ხოფერია ეგონა, როდესაც მეორე ცდაზე მიხვდა, რომ ნამდვილად გამოიცნო და მანქანაში ია ფარულავა ეჯდა, ძალიან გაუხარდა. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ მძღოლთან ადრე ფარულავას ინციდენტი მოუვიდა და კომპანიას სთხოვა მასთან არ გამოეგზავნათ.