ვინ მიიღებს ბინებს ქუთაისში - დევნილების სიები გამოქვეყნდა

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
უწყება ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
საცხოვრებელი ფართების მიღების მოთხოვნით, განაცხადი 3.919 დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.
სააგენტოს ვებგვერდზე აპლიკანტთა სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
„საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 3.919 დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
დევნილებმა ხელისუფლებას ბინებით უზრუნველყოფა მოთხოვეს - ვიდეო
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ეძლევათ.
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათას დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია - 88,7 ათასზე მეტი ოჯახი.