COVID-19 - ბოლო ცნობები

აზარაშვილი: „ომიკრონი“ გადაიქცევა ჩვეულებრივ, მიმდინარე სეზონურ გრიპად

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ გადაიქცევა ჩვეულებრივ, მიმდინარე სეზონურ გრიპად.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის დამზადდება ვიდეორგოლები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში.
„მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივცეთ სწორი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში, ხოლო ქრონიკული ან მაღალი რისკ–ჯგუფის პაციენტებს ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი, რომ ბინაზე იმკურნალონ, მაშინ მაქსიმალურ კონსულტაციებს ვუწევთ“, – განაცხადა აზარაშვილმა
მისინიტრის განცხადებით, ბოლო ერთ კვირაში ოჯახის ექიმებისა და ასევე ქოლ-ცენტრის ოპერატორების რაოდენობა გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი შტამით ინფიცირების დაახლოებით 1.607 შემთხვევა, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტია. არსებული ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ დღეისთვის არსებული ტესტებით, განსაკუთრებით სწრაფი ტესტით, „ომიკრონის“ დადგენა ჭირს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჩხაიძე: შეიძლება 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 1 თვის განმავლობაში ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი იქნება, ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.
ქვეყანაში ახალი შტამი გასული წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების ანტირეკორდები. ბოლო ანტირეკორდი დღეს დაფიქსირდა - 17.530 შემთხვევა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.