თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მეოთხე კვარტალში 1,2%-ით გაიზარდა, ამასთან მესამე კვარტალთან შედარებით, ფასები 2,1%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასების ზრდამ მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით, 2,3% შეადგინა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 3.930
ვაკე 3.540
საბურთალო 3.160
ჩუღურეთი 3.045
კრწანისი 2.990
დიდუბე 2.850
ნაძალადევი 2.720
ისანი 2.540
გლდანი 2.500
სამგორი 2.370
მეოთხე კვარტალში მესამე კვარტალთან შედარებით ახალაშენებულ სახლებზე ფასების ზრდამ 1,6% შეადგინა, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 1,6%-ით გაიზარდა.
ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში
რაიონი, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 3.240
ვაკე 3.155
საბურთალო 2.740
დიდუბე 2.500
კრწანისი 2.290
ჩუღურეთი 2.240
ისანი 2.210
სამგორი 2.065
ნაძალადევი 1.870
გლდანი 1.690
„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2. 110 ლარს, თეთრი კარკასი – 2.600 ლარს, მწვანე კარკასი – 2.950 ლარს. შედარებისთვის: 2020 წლის მეოთხე კვარტალში ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 2.093 ლარი, თეთრი – 2.716, მწვანე – 3.179 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ.
ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.