ყვითელი ამბები

„ცხოვრება გა­ჭირ­ვე­ბა­ში, უმუ­შევ­რო­ბა­ში და შიმ­შილ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი“ -ქავთარაძე

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
Sputnik
ნიკა ქავ­თა­რა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში 2022 წელი არც ისე კარ­გად და­ი­წყო. იუ­მო­რისტს ჯერ კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და, შემ­დეგ კი „ფორ­მუ­ლა­ზე“ იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა, რომ­ლის ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი თა­ვად გახ­ლდათ, და­ი­ხუ­რა. ასე­ვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ გა­და­ღე­ბე­ბი, რო­მელ­შიც ნიკა ქავ­თა­რა­ძე ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ როლს ას­რუ­ლებს.
ქავ­თა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ არ გა­უ­მარ­თლა და იმის­თვის რომ თავი ირ­ჩი­ნოს, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში უწევს მუ­შა­ო­ბა.
„ისე­თი პრო­ფე­სია ავირ­ჩიე და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ, რომ­ლი­თაც ხალ­ხი მიც­ნობს. ისე ეკო­ნო­მის­ტი ვარ. ჩემი კო­ლე­გე­ბი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან მდიდ­რე­ბი. მე და ჩემ ქარ­თველ „კო­ლე­გებს“ არ გაგ­ვი­მარ­თლა ამ მხრივ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად არის კრი­ზი­სე­ბი, პირ­ვე­ლი რა­საც ამ კრი­ზი­სი­სას ერ­ხე­ვა, ჩვე­ნი სფე­როა - შო­უ­ბიზ­ნე­სის. ვარ­სე­ბობთ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გა­ჭირ­ვე­ბა გვირ­ჩევ­ნია, ვიდ­რე ისე­თი რა­მის და ისეთ ვინ­მეს­თან ერ­თად კე­თე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს ფსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის და მო­რა­ლის გამო ამ 25 წლი­დან ნა­ხე­ვა­რი გა­ჭირ­ვე­ბა­ში, უმუ­შევ­რო­ბა­ში და შიმ­შილ­ში მაქვს მე პი­რა­დად გა­ტა­რე­ბუ­ლი. არც ახლა მილ­ხინს - დი­ლით სხვა სამ­სა­ხურ­ში ვარ, დღი­სით სხვა­ში და ღა­მით სხვა­ში“, - წერს ქავთარაძე.
მისი თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მა­გა­ლი­თად ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­ში, თურ­ქთე­ში, ან ინ­დო­ეთ­ში ადა­მი­ა­ნი იყოს ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბი, ან სა­კუ­თა­რი შოუს ავ­ტო­რი და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნე­ად უწევ­დეს სხვა რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა.