თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. ორშაბათს ანკარაში საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებზე ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონული საკითხები განიხილეს.
თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ მინისტრების მოადგილეები სედათ ონალი და ლაშა დარსალია.
„შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონული საკითხები, მათ შორის, ნატოს კონტექსტში მიმდინარე მოვლენები“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ თურქეთსა და აზერბაიჯანს მიმართა, რომ თბილისს ახალი ფორმატი „3+3“-ის უპირატესობა მათ წარუდგინონ.
საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“-ის პირველი სხდომა 10 დეკემბერს მოსკოვში ხუთი ქვეყნის - სომხეთის, რუსეთის, ირანის, თურქეთისა და აზერბაიჯანის - საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი უარს ამბობს „3+3“ ფორმატის რეგიონულ საკონსულტაციო მექანიზმში მონაწილეობაზე.