COVID-19 - ბოლო ცნობები

კიდევ ერთი ვირუსი, ანუ როდის დასრულდება პანდემია: ექსპერტის პროგნოზი

სპეციალისტების პროგნოზით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმდება.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი − Sputnik. გაზაფხულზე აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ერთი ვირუსი, რომელსაც მთელი ევროპა და დასავლეთი წინასწარმეტყველებს და ის უკვე შეიძლება გამოჩნდეს როგორც დამასრულებელი, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.
მიუხედავად კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობისა, ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებს მაინც ხედავენ და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ექსპერიტი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ თვითნებური მკურნალობისგან და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკები არ მიიღონ, რადგან ეს საფრთხის შემცველი
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე გვექნება მაღალი დასნებოვნების ხარისხი, მაგრამ არ იქნება სირთულე. მაღალი სიცხის დროს მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდებულია სიცხის დამწევები და არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა. ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღება არის სახიფათო“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.
საქართველო ებრძვის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას, რომელიც გამოწვეულია „ომიკრონის“ ახალი შტამით, რომელიც ქვეყანაში გასული წლის ბოლოს - 20 დეკემბერს გამოვლინდა.
„ომიკრონს“ უკავშირდება ზედიზედ სამი ანტირეკორდი, რომელიც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით დაფიქსირდა. ბოლო ასეთი ანტირეკორდი შაბათს დამყარდა - 11.039 შემთხვევა. დადებითობის მაჩვენებელმა 17%-ს მიაღწია.
როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, „ომიკრონი“ უკვე გახდა დომინანტური შტამი და ყველა გამოვლენილი შემთხვევის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. ოფიციალურად ქვეყანაში ახალი შტამის 1.518 შემთხვევაა დაფიქსირებული.
რა შემთხვევაშია საჭირო კოვიდინფიცირებული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია: პროტოკოლში ცვლილებებია
ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ ფონზე, ქვეყანაში ვაქცონაციის სრული კურსი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს აქვს გავლილი. ბუსტერ-დოზა 129.819 ადამიანს აქვს გაკეთებული.
წყარო: „რუსთავი 2